weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველი ხალხი ივანიშვილისთვის მადლობის თქმაში არ დავიღლებით – ღუდუშაური

15:45 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

„ქართული ოცნების“ წევრები პარტიის დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ და პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდიან.

როგორც დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა თქვა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლით „პრაქტიკულად გამოვიდა კომფორტის ზონიდან“ და ხალხთან ერთად დაასრულა „ტირანია“.

„დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი და მას ისტორია დააფასებს სათანადოდ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის რადიკალური წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ყველა ის პირი, ვინც ის რეჟიმი ქართველ ხალხთან ერთად სამართლიანად დაასრულა.

უმადურები არ უნდა ვიყოთ. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლით პრაქტიკულად გამოვიდა კომფორტის ზონიდან და ქართველ ხალხთან ერთად დაასრულა ის ტირანია და რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ამ ქვეყანაში განვითარების საშუალებას უსპობდა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, მთელი ამ ხნის მანძილზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ემსახურება ადამიანის უფლებებს, მაშინ როცა წარსულში „უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი“.

„ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ დღეს თუ არა ხვალ რეპრესიის მანქანა მის კარზე დააკაკუნებდა, „გააკულაკებდა“, ბიზნესს, სიცოცხლეს, ოჯახის წევრს წაართმევდა. ეს ფუნდამენტური განსხვავებაა. დანარჩენი ყველა ის სიკეთე - საკანონმდებლო ცვლილებები, სოციალური პროგრამები, სახელმწიფო ინტერესების, უსაფრთხოების დაცვა, სტრატეგიული ინტერესების განვითარება, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მთავარ რამეს - ადამიანი, ადამიანი და ისევ ადამიანი“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

იუბილესთან დაკავშირებით პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, მშვიდობის განმტკიცება და ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხის „თვისობრივად ამაღლება“ შეძლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]