weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ლელო“ გეორგიევსკის ლენტის, Z და V-ის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა

22:12 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

პარტია „ლელოს“ წევრები პარლამენტში გამოვიდნენ ინიციატივით, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების – წმინდა გიორგის ლენტს, Z და V-ის გამოყენება საქართველოშიც დასჯადი გახდეს.

„საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენებას. ასეთი სიმბოლოები, რომელიც ჩვენი შეხედულებით უნდა აიკრძალოს, არის წმინდა გიორგის ლენტი, რომელსაც სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ საჯარო სივრცეში, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ს და V-ს გამოყენება“, – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, პროპაგანდისტული სიმბოლოების გამოყენებით რუსეთის აგრესიის გამართლება და პუტინის რაშიზმის დაცვა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

„ლელოს“ მიერ დასახელებული სიმბოლოები რიგ ქვეყნებში უკვე აიკრძალა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, მოლდოვის პარლამენტმა ცვლილება შეიტანა სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული ატრიბუტებისა და სიმბოლოების დამზადებაზე, გაყიდვაზე, შენახვასა და საჯაროდ გამოყენებაზე ჯარიმა წესდება. უფრო ადრე, Z და V-ის გამოყენებაზე 400-დან 3200 ევრომდე ჯარიმა დაწესდა ლატვიაში. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საჯარო სივრცეში არ არის ისეთი სიმბოლოების ადგილი, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიას ხოტბას ასხამენ.

თავდაპირველად, Z და V, უფრო ხშირად კი Z, უკრაინაში შესულ რუსულ სამხედრო ტექნიკაზე შეიმჩნეოდა. მოგვიანებით, რუსეთის ხელისუფლებამ და პროპაგანდამ მისი გამოყენება საომარი მოქმედებების, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად დაიწყო.

სიმბოლოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია გავრცელა. BBC-ის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო Z-ს იყენებდა როგორც „Zа победу“ („გამარჯვებისთვის“), ხოლო V-ს – „Сила в праVде“ („ძალა სიმართლეშია“), თუმცა მოგვიანებით ბევრის სხვა ვარიანტი გაჩნდა, მაგალითად, „Za мир“ („მშვიდობისთვის“) და „Zа пацаноV“ („ბიჭებისთვის“). სხვა ვერსიით, Z и V დასავლეთ (Запад) და აღმოსავლეთ (Восток) სამხედრო ოლქებს აღნიშნავს. უკრაინის გენერალურმა შტაბის თეორიის მიხედვით, Z „რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ ძალების“ ტექნიკას აწერია, ხოლო V – საზღვაო ქვეითების სიმბოლოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]