weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

დენისოვა მსოფლიო თანამეგობრობას სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს 

10:44 პარასკევი, 22 აპრილი 2022

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენოსოვა აცხადებს, რომ შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. 

დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიონ, ხოლო მსოფლიო თანამეგობრობას – რეაგირება მოახდინოს მსჯავრდებულის უფლებების დარღვევაზე.

„რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მიხეილი იმყოფება, დამოუკიდებელ ექიმებს გასული წლის დეკემბრიდან არ უშვებენ. ეს მიუთითებს სათანადო მკურნალობის არ არსებობაზე, რომელიც დადგენილია საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე შეკრებილი მედიკოსთა კონსორციუმის მიერ, რაც წამების ტოლფასია.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვან საერთაშორისო სამართალი - კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ არავინ უნდა იყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის ობიექტი. 

სასამართლო დარბაზში მიხეილმა თქვა, რომ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგებით, სურს აქ ყოფნა და უკრაინის გმირი ხალხის დახმარება. 

მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე“, – ნათქვამია დენოსოვას განცხადებაში, რომელიც მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ „ფეხები წაერთვა“ და დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. მისივე თქმით, კიდურებში ტკივილები აქვს, რის გამოც ტკივილგამაყუჩებელი სჭირდბა. 

„გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი. კვების აღდგენის პროგრამა სრულად ჩავარდა. ახლა წონით ვარ იგივე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ე.ი დავიკელი სადღაც 12 კილო ბოლო დღეების განმავლობაში. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. ალბათ, ამან გამოიწვია, თუ რამ გამოიწვია. კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ეს იწვევს ძლიერ ტკივილებს ფეხებში და ხელებში, ამის მოხსნა ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება. რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და რამდენადაც მითხრეს ექიმებმა, რომ სიტუაცია მძიმეა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან იმყოფება. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]