weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არახამია აშშ-სა და ევროკავშირს მიმართავს, ივანიშვილს სანქციები დაუწესონ

11:08 სამშაბათი, 26 აპრილი 2022

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მიმართავს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. არახამიას თქმით, ივანიშვილი რუსეთს ეხმარება.

„ქართველები მხარს უჭერენ უკრაინას და ჩვენს გამარჯვებას ომში, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება. მიზეზი კი ძალიან მარტივია - მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. ამ კავშირს ადასტურებს ახლახან გამოქვეყნებული „ივანიშვილის ჩანაწერები“.

საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების არაღიარების შესახებ მათი რიტორიკისა და სანქციების გვერდის ავლით რუსეთის დახმარების მცდელობის მიზეზი“, – აცხადებს არახამია.

მისი თქმით, ივანიშვილი „ქართველი იანუკოვიჩად“ გადაიქცა: „ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. მათ უნდათ ქართველებისა და უკრაინელების დაპირისპერება, რაც ათწლეულები გაგრძელდება. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას ივანიშვილისა და მისი აქტივების წინააღმდეგ დასავლეთში სანქციების დაწესების შესახებ. ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ ოკუპანტები და ვერც ისინი, ვინც მას ეხმარებიან“.

25 აპრილს, YouTube-არხმა Cyber Kmara გაავრცელა რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ასევე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის „სატელეფონო საუბრების“ ჩანაწერი, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის. აუდიოჩანაწერის მიხედვით, რუსმა ოლიგარქმა თბილისში საკუთარი წარმომადგენელი - ალი უზდენოვი გამოგზავნა, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეახვედრა. ფარული ჩანაწერის გამავრცელებლის ცნობით, ოლიგარქებს შორის სატელეფონო საუბრები მარტში შედგა, ანუ იმ დროს, როდესაც რუსეთი უკვე აწარმოებდა სრულმასშტაბიან ომს უკრაინის ტერიტორიაზე, ევტუშენკოვს კი სანქციები ემუქრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]