weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პაპუაშვილის თქმით, ევტუშენკოვისა და ივანიშვილის „საუბრის“ ჩანაწერი მონტაჟია

13:48 სამშაბათი, 26 აპრილი 2022

„ეს არის მთლიანად დეზინფორმაციული კამპანიის კონვეიერი საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია არეულობა ქვეყანაში და ქვეყნის ომში ჩართვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარს ასახავს.

პაპუაშვილის შეფასებით, გავრცელებული ჩანაწერი მონტაჟია და მის ნამდვილობას არაფერი ადასტურებს.

„ვიზუალურადაც კი ვიხილეთ, როგორ მზადდება დეზინფორმაციული კამპანია ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც და ყურითაც ჩანს, რომ არის მონტაჟი; როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზირება პარტიის, შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილიას“ მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. ვფიქრობ, ეს ჩვენი არის სასწავლო მაგალითი როგორ მზადდება და შემდეგ როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია.

რა ადასტურებს იმას, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია? არაფერი. თუკი არის რაღაც საუბრები, ამას ფაქტებიც უნდა მოჰყვეს. არანაირი ფაქტი არ არსებობს. ჭორის გამავრცელებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჭორი სიმართლეა და არა ჭორის ადრესატმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

25 აპრილს, YouTube-არხმა Cyber Kmara გაავრცელა რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ასევე მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შორის „სატელეფონო საუბრების“ ჩანაწერი, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის. აუდიოჩანაწერის მიხედვით, რუსმა ოლიგარქმა თბილისში საკუთარი წარმომადგენელი - ალი უზდენოვი გამოგზავნა, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეახვედრა. ფარული ჩანაწერის გამავრცელებლის ცნობით, ოლიგარქებს შორის სატელეფონო საუბრები მარტში შედგა, ანუ იმ დროს, როდესაც რუსეთი უკვე აწარმოებდა სრულმასშტაბიან ომს უკრაინის ტერიტორიაზე, ევტუშენკოვს კი სანქციები ემუქრებოდა.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მიმართა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. არახამიას თქმით, „მთავარი ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან“ და რუსეთს ეხმარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]