weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველი არაა, ის არსებობს და აგრძელებს მოღვაწეობას – წულუკიანი

16:57 სამშაბათი, 26 აპრილი 2022

ვიცე-პრემიერისა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, თეა წულუკიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ჩრდილოვანი მმართველი“ არ არის. ეს განცხადება წულუკიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„მეკითხებით არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველი. რასაკვირველია, ის მმართველი აღარ არის – ეს იცის პატარა ბავშვმაც. ის არც ჩრდილოვანი მმართველია. ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე.

ის, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე... რაც არ უნდა ეს თქვენ მოგწონდეთ, არ მოგწონდეთ, იმიტომ, რომ თავის დროზე, მოქალაქეობაც წაართვით... ის დღეს ქვეყნის მოქალაქეა. აგრძელებს მოღვაწეობას – და ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია, ეს არ არის უბრალო საქმიანობა – ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია. ეს თქვენ გადგათ ყელზე და ასე იქნება მუდამ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერსაც, რომელიც სავარაუდოდ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ევტუშენკოვის მიერ თბილისში გამოგზავნილი ალი უზდენოვი ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შეახვედრა.

„ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე უკეთ იცის, ვის შეხვდა. მე გეუბნებით, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა, ვინაიდან პრემიერმა გადაწყვიტა, რომ გადამისამართებულიყო ბიზნესმენი ბიზნეს წრეებთან“, – აღნიშნა წულუკიანმა.

 

ამ თემაზე:

ხიდაშელი ამბობს, რომ უზდენოვთან ერთად ბიზნესს შეხვდა, პრემიერსა და ივანიშვილს – არა

სანქცირებული რუსი ოლიგარქის წარმომადგენელს ივანიშვილი და ღარიბაშვილი შეხვდნენ – ფარული ჩანაწერი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]