„მეკითხებით არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველი. რასაკვირველია, ის მმართველი აღარ არის – ეს იცის პატარა ბავშვმაც. ის არც ჩრდილოვანი მმართველია. ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე.
ის, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე... რაც არ უნდა ეს თქვენ მოგწონდეთ, არ მოგწონდეთ, იმიტომ, რომ თავის დროზე, მოქალაქეობაც წაართვით... ის დღეს ქვეყნის მოქალაქეა. აგრძელებს მოღვაწეობას – და ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია, ეს არ არის უბრალო საქმიანობა – ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია. ეს თქვენ გადგათ ყელზე და ასე იქნება მუდამ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერსაც, რომელიც სავარაუდოდ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ევტუშენკოვის მიერ თბილისში გამოგზავნილი ალი უზდენოვი ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შეახვედრა.
„ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე უკეთ იცის, ვის შეხვდა. მე გეუბნებით, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა, ვინაიდან პრემიერმა გადაწყვიტა, რომ გადამისამართებულიყო ბიზნესმენი ბიზნეს წრეებთან“, – აღნიშნა წულუკიანმა.
ამ თემაზე:
ხიდაშელი ამბობს, რომ უზდენოვთან ერთად ბიზნესს შეხვდა, პრემიერსა და ივანიშვილს – არა
სანქცირებული რუსი ოლიგარქის წარმომადგენელს ივანიშვილი და ღარიბაშვილი შეხვდნენ – ფარული ჩანაწერი