weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გამოკითხულთა 90% რუსეთს ძირითად პოლიტიკურ, 83% კი ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს

10:57 ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022
რუსული ტანკები საქართველოში, 2008 წლის 6 აგვისტო რუსული ტანკები საქართველოში, 2008 წლის 6 აგვისტო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები რუსეთს კვლავაც მთავარ საფრთხედ აღიქვამენ.

შეკითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ძირითად პოლიტიკურ საფრთხეს, პასუხები (რესპონდენტებს რამდენიმე ქვეყნის დასახელება შეეძლოთ) შემდეგნაირად განაწილდა:

რუსეთი – 90%

თურქეთი – 8%

აშშ – 5%

სომხეთი – 3%

აზერბაიჯანი – 2%

ირანი – 2%

ევროკავშირი – 2%

ჩინეთი – 1%

უკრაინა – <1%

არცერთი – 2%

არ ვიცი/უარი პასუხზე – 5%

გამოკითხულთა 83% ასევე რუსეთს ასახელებს ყველაზე სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხედ. შემდეგ მოდის თურქეთი (5%), აშშ (4%) და ჩინეთი (2%).

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]