weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გამოკითხულთა 62% რუსეთთან დიალოგს მხარს უჭერს, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 78% იყო

11:30 ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2022 წლის მარტში გარკვეულწილად შემცირდა საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს.

შეკითხვაზე – მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან შემდგომ დიალოგს, გამოკითხულთა 34% ამბობს, რომ სრულად უჭერს მხარს, 28% – გარკვეულწილად უჭერს, 11% – გარკვეულწილად არ უჭერს მხარს, 25% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 2%-მა არ იცის ან პასუხისგან თავს იკავებს.

IRI-ის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის დროს, რესპონდენტების 56% რუსეთთან დიალოგს სრულად უჭერდა მხარს, 22% გარკვეულწლილად უჭერდა, 9% დიალოგს გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდა, 11% კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, დანარჩენი კი პასუხისგან თავს იკავებდა.

საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას 11% ძალიან დადებითად აფასებს, 36% გარკვეულწილად დადებითად, 26% გარკვეულწილად უარყოფითად, 20% ძალიან უარყოფითად, 7%-ი პასუხისგან თავს იკავებს.

2021 წლის ივნისში, რუსეთთან უერთიერთობაში საქართველოს ხელისუფლებას ძალიან დადებითად მხოლოდ 2%, გარკვეულწილად დადებითად კი 21% აფასებდა. გარკვეულწილად ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა 28%-ს, ხოლო ძალიან ნეგატიური 42%-ს. მაშინაც, პასუხისგან თავს გამოკითხულთა 7% იკავებდა.

შელითხვაზე, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ძალიან დაცულად – 4%, უფრო დაცულად ვიდრე დაუცველად – 27%, უფრო დაუცველად, ვიდრე დაცულად – 42%, ძალიან დაუცველად – 24%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 3%.

2021 წლის თებერვალში, ამავე შეკითხვაზე, გამოკითხულთა 24% პასუხობდა, რომ თავს დაცულად გრძნობდა, 34% აზრით კი, უფრო დაცული იყო, ვიდრე დაუცველი. 21% უფრო დაუცველად მიიჩნევდა თავს, ვიდრე დაცულად, 16% კი ამბობდა, რომ დაუცველი იყო. პასუხისგან თავი 5%-მა შეიკავა.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]