weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ფოფხაძე: 2017-ში „ოცნებამ“ დავალება გასცა აქტივში გამოევლინათ, ვინ წერდა პუტინზე ცუდს

11:09 შაბათი, 30 აპრილი 2022

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, 2017 წელს „ქართული ოცნების“ რაიონულმა ორგანიზაციებმა ოფიციალურად მიიღეს დავალება, პარტიის მომხრეებს შორის გამოევლინათ ისინი, ვინც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ Facebook-ზე „ცუდს წერდნენ“.

როგორც ფოფხაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში თქვა, დავალების მიხედვით, უნდა მომხდარიყო ამ ადამიანებთან მუშაობა და მათი „განეიტრალება“.

„ეს დავალება „ქართული ოცნების“ ცენტრალურმა ოფისმა რაიონულ ორგანიზაციებს მისცა. როცა მოიტანა თემამ, მაშინ გეუბნებით. ამ დავალებებს ძირითადად სუს-ი ასრულებს. სუს-ი არის ამ ყველაფრის მაკონტროლებელი.

ის ხალხი, ვინც ზელენსკის აგინებს, მათ შორის, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები, ერთ ცუდს თუ იტყვიან პუტინზე, გადავყლაპავ ზელენსკიზე ნათქვამს. პარტიული აქტივის დამუშავება მიდიოდა 2017 წლიდან მოყოლებული, უხსნიდნენ, რომ ეს პარტიის ინტერესებში არ არის. მე მაგ დროს დისტანცირებული ვიყავი პარტიიდან“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ 2019 წლის 23 თებერვალს განაცხადა. 2016-2020 წლის მოწვევის პარლამენტში ის ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]