weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პრემიერის თქმით, დიდი ჰესები - ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი სახელმწიფომ უნდა ააშენოს

14:48 შაბათი, 30 აპრილი 2022

„მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის, ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც, მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს, არა კერძო ინვესტორების“, – განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

ღარიბაშვილის თქმით, ენერგეტიკის განვითარებისა და ჰესების აშენების გარეშე, „ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“.

„ეს აქსიომა ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკის განვითარება და გენერაცია უნდა უსრწებდეს ეკონომიკურ ზრდას, ახლა პირიქით არის. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგალითად, პირველ კვარატლში 14.4-იანი ზრდა გვქონდა. ამიტომ თუ არ დავაწიეთ...

წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით ერთადერთი გზა არსებობს, რომ მაქსიმალურად რაციონალურად და გონოვრულად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეები, ანუ ჰიდრორესურსები.

... დღეს ენგური რომ არ იყოს, წარმოგიდგენიათ რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის მთლიანად? ეს არის ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას იზიარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გუნდიც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალიან მალე, მთავრობა ენერგეტიკის განვითარების ხედვას წარმოადგენს.

„ჩვენი მთავარი მოტივაციაა ის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]