ამ საკითხზე ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„წინა პარასკევს დავავალე ეკონომიკურ გუნდს და შემდეგ შეხვედრა გვქონდა კონკურენციის სააგენტოსთან – ჩვენ ვიმსჯელეთ საწვავის ფასებთან დაკავშირებით.
ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი: ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე.
ამიტომ ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, რომ ხომ არ არის, მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დაიდოს მონიტორინგის ანგარიში. ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კონკურენციის სააგენტომ მთავრობას შუალედური ანგარიში 15 მაისამდე უნდა წარუდგინოს.