weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული კუთხით – პრემიერი

19:08 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე - „უკრაინისთვის“ სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, რუსეთის სამხედრო აგრესიას კი გმობს.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მკაფიოდ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს უყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომმა რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვს.

„ჩემი მთავრობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ჩამოთვალა, რას აკეთებს საქართველო უკრაინისთვის.

„საქართველომ უკვე გამოყო 7 მილიონი აშშ დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი. ჩემი მთავრობა დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო დახმარებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას

გარდა ამისა, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ასევე სთავაზობენ უკრაინის მოქალაქეებს დაბინავებას, საკვებს, ტანსაცმელს და სხვა სახის დახმარებას. უკრაინის ეროვნული ფოსტის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელ 191 ქვეყანას შორი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოსვლის ბოლოს, მან კვლავ დასძინა, რომ გადაუდებელი და აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო საზოგადოების ერთობა. მან უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]