weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალი ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი იქნება

10:22 ორშაბათი, 09 მაისი 2022

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ კანდიდატმა, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოქმების 85%-ია შეჯამებული. წინასწარი მონაცემებით, გაგლოევმა ხმათა 53.67% (14 505 ხმ) მიიღო, ხოლო მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა, პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა – 41.3% (11 099 ხმა). ბიბილოვმა მარცხი უკვე აღაიარა.

„მინდა მადლობა გადავუხადო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ამომრჩეველს, ვინც მხარი დამიჭირა. ხალხის არჩევანში ეჭვი არ მეპარება და ვფიქრობ, რომ არჩევნები შედგა. ალანს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას ხალხის სასარგებლოდ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას ყველაფერი გამოუვა“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ალან გაგლოევს ჰკითხეს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, პირველ რიგში რას გააკეთებს, რაზეც მან უპასუხა, რომ ახალი გუნდის ფორმირებას გეგმავს.

ალან გაგლოევი 1981 წელს ცხინვალში დაიბადა. 2002-დან 2017 წლამდე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მუშაობდა და პენსიაზე ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით გავიდა. ამის შემდეგ მან ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ნიხას“ დააფუძნა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გუშინ, 8 მაისს ჩატარდა. აქტივობამ 68.2% შეადგინა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]