weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

17:20 ორშაბათი, 09 მაისი 2022

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შედეგების ლეგიტიმურობას არ ცნობს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას.

„საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ამგვარი ქმედებების, მათი შედეგების ლეგიტიმურობას.

მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს“, – აცხადებენ მინისტრის აპარატში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გუშინ, 8 მაისს გაიმართა და მასში პარტია „ნიხასის“ კანდიდატმა, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. როგორც ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ოქმების 97%-ის დათვლის შემდეგ განაცხადეს, გაგლოევმა ხმების 54.2% (15 867 ხმა) მიიღო, ხოლო მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა, პარტია „ერთიანი ოსეთის“ კანდიდატმა, ანატოლი ბიბილოვმა – 43.30% (11 434 ხმა).

დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ალან გაგლოევი თანამდებობაზე მუშაობას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს შეუდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]