ნაყოფიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
„მიხეილ სააკაშვილისთვის ცნობილია იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე. ამ შემოთავაზებაში არ არის საუბარი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში“ გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც განუცხადა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, რის გამოც მოუწია უარის თქმა.
მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის, გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე“, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას შესთავაზებდნენ. რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, როგორც ბრეგაძემ თქვა, ამ გადაწყვეტილებას