weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა

16:24 სამშაბათი, 10 მაისი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნაყოფიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

„მიხეილ სააკაშვილისთვის ცნობილია იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე. ამ შემოთავაზებაში არ არის საუბარი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში“ გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. მას შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც განუცხადა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, რის გამოც მოუწია უარის თქმა.

მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მზად არის, გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე“, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას შესთავაზებდნენ. რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, როგორც ბრეგაძემ თქვა, ამ გადაწყვეტილებას

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]