weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვინც წუხს რომ G7-ის შეხვედრაზე არ ვიყავით, ასევე წუხს რომ საქართველოში ომი არაა – კობახიძე

15:39 შაბათი, 14 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევის მიზეზი „ძალიან პოზიტიურია“.

„რატომაც არ ვესწრებით ჩვენ დიდ შევიდეულს არის ის, რომ ჩვენ არ ვართ დაკავშირებული ომთან, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით. შესაბამისად,

ის ადამიანები, ვინ წუხან იმის გამო, რომ საქართველო არ იყო შვიდეულის მონაწილე, ისინი ასევე წუხან იმის გამო, რომ საქართველოში დღეს არ არის ომი. ეს არის რეალობა.

გერმანიის საელჩო ახმოვანებს გერმანიის და ამ შემთხვევაში, მთლიანად შვიდეულის საერთო პოზიციას და გერმანიის საელჩომ განმარტა შემდეგი: უკრაინა არის ომში, მოლდოვა უშუალოდ ემიჯნება საომარ მოქმედებებს და ამიტომ მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა. თუ ვინმეს სწყინს, რომ იქ არ იყო მიწვევული საქართველო, მას სწყინს ის, რომ საქართველო არ არის გახვეული სამხედრო კონფლიქტში“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ.

12-14 მაისს გერმანიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების – კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იყვნენ მიწვეული. შეხვედრას მასპინძლობს გერმანია, რომელიც წელს დიდი შვიდეულის პრეზიდენტი ქვეყანაა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]