weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ თამარ მეფის ხსენების დღეს ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა

17:08 შაბათი, 14 მაისი 2022

პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. დამფუძნებელი ყრილობის მონაწილეებს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს.

„დღეს თამარობაა – თამარ მეფის ხსენების დღე, მეფისა, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ოქროს ხანა და რომელიც ქართულმა ეკლესიამ სამშობლოსა და სარწმუნოების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის გამო, წმინდანად შერაცხა. ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს.

სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაცია სწორედ ამ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს ფუძნდება. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ქალები განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ.

მხოლოდ იმის ხსენება რად ღირს, რომ საქართველო ქრისტიანობას სწორედ ქალმა, წმინდა ნინომ აზიარა. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადების ყველაზე თავგანწირული მაგალითიც ქალის სახელს, წმინდა ქეთევან დედოფალს უკავშირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საუკუნეების მანძილზე ქალებს შეჰქონდათ უდიდესი წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სარწმუნოების დაცვაში, ქვეყნისა და მისი კულტურის განვითარებაში.

„ამ თვალსაზრისით ძალზე მდიდარია ჩვენი უახლესი ისტორიაც. დღესაც საქართველოს ქალები, განურჩევლად მათი ეროვნებისა, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამორჩეულია მათი როლი განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ქალებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურის განვითარებაში, მსოფლიოს მასშტაბით ასახელებენ ჩვენს ქვეყანას სპორტულ ასპარეზზე. ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადცასხვა სფეროს მართვაში, საჯარო სამსახურში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მმართველმა პარტიამ, გასული წლების განმავლობაში, ამისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გენდერული კვოტების შემოღება, რომლის საფუძველზე როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მუნიციპალურ საკრებულოებში ქალების წარმომადგენლობა არსებითად გაიზარდა, თუმცა გვესმის, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების კიდევ უფრო აქტიური როლის უზრუნველსაყოფად მეტია გასაკეთებელი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაც“, – თქვა კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის მთავარი ამოცანები იქნება:

  • პარტიის წევრი ქალების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა;
  • პარტიის ქალ წევრებს შორის კომუნიკაციის, თანამშრომლობის და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ახალი ისტრუმენტების შექმნა;
  • პარტიის საერთაშორისო ურთიერთობებში პარტიის ქალი წევრების გააქტიურება.

„ამასთან, ცხადია, მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ზოგადად ქვეყანაში ქალების გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მათი როლის გააქტიურებაში. გვაქვს ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებაში, ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციას მინდა წარმატებები ვუსურვო“, – თქვა კობახიძემ.

დამფუძნებელ ყრილობაზე „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობა დაამტკიცეს, რომლის შემადგენლობაც ასეთია:

  1. ნინო წილოსანი – პარლამენტის წევრი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა თავმჯდომარე და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;
  2. თეა წულუკიანი – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, ქვეყნის ვიცე-პრემიერი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
  3. მაკა ბოჭორიშვილი - პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი და ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე;
  4. მარიამ ქვრივიშვილი – პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
  5. თეა ახვლედიანი –შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;
  6. მაია ბითაძე – პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;
  7. ელისო ბოლქვაძე – პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;
  8. რიმა ბერაძე – პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თბილისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  9. ირმა ზავრადაშვილი – პარლამენტის წევრი;
  10. ეკა სეფაშვილი – პარლამენტის წევრი;
  11. თამარ ტალიაშვილი – პარლამენტის წევრი;
  12. ხატია წილოსანი – პარლამენტის წევრი;
  13. მარიამ ლაშხი – პარლამენტის წევრი;
  14. მაია მენაღარიშვილი – პარლამენტის წევრი;
  15. ქეთევან დუმბაძე – პარლამენტის წევრი;
  16. ნინო იობაშვილი – პარლამენტის წევრი;
  17. ბაია კვიციანი – პარლამენტის წევრი;
  18. ნინო ლაცაბიძე – ქალაქ რუსთავის მერი, „ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  19. თინათინ ხანჯალიაშვილი – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქალთა ორგანიზაციის კახეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  20. მაცაცო ნარიმანიძე – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ქალთა ორგანიზაციის მცხეთა-მთიანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  21. თამარ მურალოვა – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქალთა ორგანიზაციის შიდა ქართლის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  22. ინა კაპანაძე – ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქალთა ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  23. თინათინ ზოიძე – აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ქალთა ორგანიზაციის აჭარის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  24. ნათია გოლიაძე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; ქალთა ორგანიზაციის გურიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  25. ნანა ხუფაცარია - ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ქალთა ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  26. მარეხ ნიჟარაძე – ქუთაისის საკრებულოს წევრი, ქალთა ორგანიზაციის იმერეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  27. ქრისტინა კობახიძე – ქალთა ორგანიზაციის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  28. ანივარდ მოსოიანი– ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი;
  29. იგარ ურუჯოვა – აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ქალთა ორგანიზაციის გამგებაში;
  30. ნაირა მარშანია – ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში აფხაზეთის წარმომადგენელი;
  31. მაია ცოტნიაშვილი – ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში ცხინვალის წარმომადგენელი.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]