weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კობახიძის თქმით, „სამწუხაროდ“ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის

17:27 შაბათი, 14 მაისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან არასოდეს ყოფილა. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა, როდესაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით აკეთებდა კომენტარს.

ჟურნალისტმა კობახიძემ ჰკითხა, ოდესმე ჩასულა თუ არა საოკუპაციო ხაზთან, რაზეც მან უპასუხა: „მე არ ვყოფილვარ იქ, სამწუხაროდ“.

ირაკლი კობახიძე, რომელიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხზე დაგეგმილი რეფერენდუმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის შედეგია.

„შეგახსენებთ, მაგალითად, 2004, 2005, 2006 წლებში რა ვითარება იყო ცხინვალის რეგიონში, დასახლებული ტერიტორიის 2/3-ს აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება, ამის შემდეგ დაიწყო წინა ხელისუფლების მოქმედებები, როდესაც მათ აღადგინეს სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში გაუქმდა, ეს გააკეთეს იქიდან 15 წლის თავზე, ამის შემდეგ ჩაატარეს ახალი დე ფაქტო, სეპარატისტული არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში და შექმნა ალტერნატიული, სეპარატისტული ხელისუფლება, რაც ბოლოს 20%-ის ჩაბარებით დაგვირგვინდა, ეს არის მათი საქმიანობის შედეგები და ჩვენი საქმიანობის შედეგებს შეგიძლიათ გადახედოთ, რაც არის.

რაც შეეხება რეფერენდუმს, მავთულხლართებს და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც მათ დატოვეს და ეს არის, რა თქმა უნდა, 9-წლიანი მმართველობის შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას მკაფიო პოლიტიკა აქვს და არ აღიარებს არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გუშინ, 13 მაისს, ხელი მოაწერა „ბრძანებას“, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გაიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]