weather cur horoscope tv
ივნისი 27, 2022

„გვექნება განხილვა წარდგენილი კითხვარის ირგვლივ“ – ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

17:09 ორშაბათი, 16 მაისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, NATO-ს გენერალურ მდივანს და სხვა მნიშვნელოვან პირებს შეხვდება.

„დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა.

ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე, რომ ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველომ ევროკავშირის კითხვარის ორივე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და ევროკომისიას გაუგზავნა. პასუხების საფუძველზე ევროკომისიამ უნდა მოამზადოს შეფასების ანგარიში ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის ანგარიში ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]