weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლონეთი შეშფოთებულია გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენით – საგარეო საქმეთა სამინისტრო

15:23 სამშაბათი, 17 მაისი 2022

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გმარამიას დაპატიმრებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი განაჩენით შეშფოთებულია.

„პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახლო თანამოაზრის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე საქართველოში მედიის თავისუფლებაზე“, – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მანამდე, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიონ საქართველოში დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე. ლიეტუვას არ სურს, რომ ეს მოხდეს“, – თქვა კალინდრამ.

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კლერ ოლბლესმა აღნიშნა, რომ განაჩენით იმედგაცრუებულნი არიან, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ განაჩენი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

გუშინ, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. საქმეზე ასევე ბრალდებულები იყვნენ შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი და „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. მოსამართლემ იაშვილი გაამართლა, ხოლო დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, სასამართლომ კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო და გვარამიას სასჯელი შეეფარდა იმისთვის, რაც „საერთოდ არ ითვლება დანაშაულად“.

 

ამ თემაზე:

გვარამიას მიმართ განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია – საია

TI გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე: სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]