weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ხელისუფლების გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა – კანდელაკი

16:00 ხუთშაბათი, 19 მაისი 2022

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები კრემლის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, წარმოშობით ქართველმა ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა მოიწონა. როგორც ის ამბობს, საქართველოდან „დადებით სიგნალებს“ ხედავს და „ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის“ ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. ბოლო მოვლენების კონტექსტში უკრაინელმა ტექნოლოგებმა რამდენჯერმე სცადეს ე.წ. „ქართული რუკის“ გაღრღნა. უკრაინის ოფიციალური პირები საქართველოსგან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში „მეორე ფრონტის“ გახსნას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითხოვდნენ. ცნობილმა უკრაინელმა პროპაგანდისტმა არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი მოძმე უკრაინის მხარდაჭერას არ დააყოვნებდა, მათ შორის, სამხედრო გზით“, – ამბობს კანდელაკი.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მტკიცე პოზიცია გამოავლინა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას „საკუთარ ფეხში სროლა“ უწოდა.

„მიუხედავად გლობალური მასობრივი ფსიქოზისა, რომელსაც ვხედავთ პოლონეთში, ბალტიისპირეთის და სხვა ქვეყნებში, გამარჯვების დღე წელს ძალიან თბილად და სწორად აღინიშნა საქართველოში: მემორიალებისა და ვეტერანთა პარკების რესტავრაცია, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეხვედრა, სახელმწიფო დახმარება ვეტერანებისთვის და მრავალი სხვა.

რაც არ უნდა ეცადონ დასავლელი პარტნიორები საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლის ხსოვნის წაშლას, საქართველოში ეს შეუძლებელია. საქართველოს მოსახლეობის 1/5 (700 ათასი კაცი) 1941 წელს ფრონტზე წავიდა, ცოცხალი ნახევარზე ოდნავ მეტი დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 164 ქართველ ჯარისკაცს მიენიჭა. რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ერთად აღმართეს. ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებული ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ქართველები იყვნენ - ჯუღაშვილი და ბერია“, – აცხადებს თინა კანდელაკი.

მისი თქმით, ეს არ უნდა დაავიწყდეთ არა მხოლოდ საქართველოში არამედ რუსეთში.

„დიდი საბჭოთა ფილმი „ჯარისკაცის მამა“ ჩემზე უკეთ ამბობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის ფაშიზმზე, კაცობრიობის ისტორიაში მთავარ ბოროტებაზე გამარჯვება.

იმედი მაქვს, რომ საქართველოდან ამ დადებითი სიგნალებს ვხედავ არა მხოლოდ მე, არამედ კოლეგებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიახ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა მარტივად არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ დადგა დრო, თუ არ ვიმეგობრებთ, ამ მიმართულებით მოძრაობა მაინც დავიწყოთ. ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება.

ცნობისთვის დავამატებ: რუსებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოში მოსახვედრად, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი რუსეთი შემოსვლა თითქმის შეუძლებელია. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ჩვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდებონენ, რომ გაეგოთ, რომ მოსკოვში ქართველებს არ უშვებენ, ბერლინში ჩასვლაზე კი პრობლემა არ აქვთ“, – წერს კანდელაკი.

მანამდე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა მოიწონა და გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდეს.

 

ამ თემაზე:

საქართველომ უარი თქვა აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნით უკრაინის დახმარებაზე – სიმონიანი

„საქართველო გამოჯანმრთელდა!“ – სიმონიანი ღარიბაშვილის განცხადებაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]