weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მთავარი არხის“ დასახმარებლად ფონდი შეიქმნა – პირველი შენატანი დავით დვალმა გააკეთა

10:39 პარასკევი, 20 მაისი 2022
ფოტოზე - დავით დვალი ფოტოზე - დავით დვალი

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა „მედიის თავისუფლების ფონდი“ შექმნეს. არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ფონდის პირველი მისია „მთავარი არხის“ შენარჩუნება იქნება.

„ამ ფონდის დაარსებით გვინდა საშუალება მოგცეთ, გააძლიეროთ „მთავარი არხი“ და მთლიანად დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილს უჩვენოთ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი არ არის რუსი ოლიგარქი ან, მით უმეტეს, პუტინი და მისი დამქაშები. ამ ქვეყანაში მთავარი ხართ თქვენ!“, – განაცხადა გაბუნიამ.

ფონდში პირველი შენატანი, 10 000 ლარის ოდენობით, „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა გააკეთა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ამ მებრძოლ კოლექტივს ამოვუდგე გვერდში ყველაზე კრიტიკულ ჟამს, ოღონდ არა მარტო „მთავარისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

ის, რაც ახლა ქვეყნის და ჩვენს თავს ხდება, იგივე ნიკა გვარამიას დაპატიმრება და ბევრი სხვა რამ, არის დივერსია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ. ეს დარტყმა არ არის მხოლოდ ნიკას წინააღმდეგ, არამედ მთელი არხის წინააღმდეგაა. ეს იმისთვის არის გაკეთებული, რომ შეიცვალოს ძალთა ბალანსი და ზიანი მიაყენოს კრიტიკულ მედიას, თავისუფალ მაუწყებლებს“, – განაცხადა დვალმა და მოქალაქეებს არხის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. ნიკა გვარამია ბრალს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]