weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება – ღარიბაშვილი

21:49 შაბათი, 21 მაისი 2022

„კომპანია „ბორჯომის“ საკითხზე ჩვენ დაპირებისამებრ ვიმუშავეთ აქტიურად, პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთან, ყველასთან გავიარეთ საკითხი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კომპანიას ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება.

„იცით, რომ არის შემოთავაზება სახელმწიფოს, მთავრობას, ჩვენ ქვეყანას ჩუქნიან წილს, რომელიც შეიძლება დაახლოებით 100 მილიონი დოლარის იყოს. ამიტომ მე უკვე დავავალე ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს, დასკვნა მექნება რამდენიმე დღეში და მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამას დავამტკიცებთ.

კომპანია „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მინდა, მათ მივმართო, პრობლემა იქნება ამოწურული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომპანია IDS Borjomi Georgia-მ 19 მაისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება მინერალური წყლის ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენა.

29 აპრილიდან, ბორჯომში, მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. როგორც კომპანია IDS Borjomi Georgia-ში განაცხადეს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. IDS Borjomi Georgia-ს ცნობით, საქართველოში 1000-მდე ადამიანს ასაქმებდნენ.

IDS Borjomi Georgia საერთაშორისო კომპანიის IDS Borjomi International-ის ნაწილია, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური და საინვესტიციო კონსორციუმის, Alfa Group-ის შემადგენლობაშია. Alfa Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია, რომლის წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს.

Alfa Group-მა „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი, ანუ აქციების 60%, 2013 წელს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან 460 მილიონ დოლარად შეისყიდა. ამჟამად, პატარკაციშვილების ოჯახს კომპანიაში 40%-იანი წილი აქვს.

 

ამ თემაზე:

„ბორჯომის“ 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]