weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

2008 წელს უკრაინისთვის MAP-ი რომ მიეცათ, ალბათ ეს ომი არ იქნებოდა – დუდა

11:48 ორშაბათი, 23 მაისი 2022

„დიდი მადლობა, რომ დღეს ევროპას იცავთ ბარბაროსობის შემოჭრისა და ახალი რუსული იმპერიალიზმისგან, რომ ტირანებს საკუთარ ადგილს უჩვენებთ და ამტკიცებთ, რომ თავისუფალი ერის სული უფრო ძლიერია! თქვენ უკრაინის გმირები ხართ, მაგრამ ასევე ხართ პოლონეთის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს გმირები“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ უკრაინის პარლამენტში გამოსვლის დროს.

„უკრაინელი ხალხი უკვე სამი თვეა, რაც გმირულად იბრძვის რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ უსაფრთხო მომავლისთვის. ბევრმა ქვეყანამ, ექსპერტმა, მსოფლიო მედიამ იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი ომში სწრაფად გაიმარჯვებდა, რომ კიევი დაეცემოდა სამ დღეში, თუმცა ისინი ძალიან ცდებოდნენ. არც 3, არც 33, არც 53 და არც 83 დღეში ის არ დაეცა და არ დაეცემა! ამაში ეჭვი არ მეპარება.

გამარჯვებული ბრძოლა კიევისთვის, ხარკოვისთვის და მარიუპოლის გმირული თავდაცვა შევიდა ისტორიაში და არასოდეს წაიშალა. უკრაინამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ შეუძლია წინ აღუდგეს იმპერიულ რუსეთს.

სხვას არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს მოხდა და ხდება! რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს სრულად. მან უზარმაზარი ზარალი განიცადა და განიცდის. ეს არის უკრაინის სახელმწიფოს დიდი წარმატება, უკრაინის შეიარაღებული ძალების და ხელისუფლების დიდი წარმატება“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ბუჩას, ბოროდიანკას და მარიუპოლის შემდეგ რუსეთთან უწინდელი ურთიერთობების მქონა არ შეიძლება.

„პოლონეთი დიდი ხანია ვაფრთხილებდით ევროპას რუსეთისა და პუტინის იმპერიული მიდრეკილებების შესახებ, საბჭოთა კავშირის და შესაძლოა მეფის რუსეთის გავლენის აღდგენის სურვილის შესახებ. ვაფრთხილებდით რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შესახებ და ვამბობდით, რომ რეალურად ეს არის ის იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ევროპის წინააღმდეგ, ერების წინააღმდეგ. ჩვენ ასე ვამბობდით... სამწუხაროდ, არ მოგვისმინეს და რუსოფობიაში დაგვადანაშაულეს.

14 წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან, სადაც შესაძლებელი იყო ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება და უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემა.

პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთვის რომ მოესმინათ მაშინ, ალბათ არ მოხდებოდა 2014 წლის აგრესია, არ იქნებოდა ამჟამინდელი ომი, არ იქნებოდა მასიური ნგრევა და ადამიანთა ტანჯვა. ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის დარწმუნებულიამ რომ უკრაინა მოიგებს ომს და აღდგება: „საჭიროათანხები რეკონსტრუქციისთვის. უახლოეს დღეებში ამას განვიხილავთ დავოსის სამიტზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მაგრამ გვახსოვდეს, რომ უკრაინა პირველ რიგში აგრესორის ხარჯზე უნდა აღდგეს - ასეთია ისტორიული სამართლიანობის მოთხოვნები“.

ანდჟეი დუდა კიევში 22 მაისს ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა. პოლონეთისა და უკრაინის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქონლისა და ხალხის გადაადგილების ხელშეწყობის, უკრაინის ეკონომიკის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ერთობლივ საბაჟო კონტროლს და საერთო სარკინიგზო კომპანიას შექმნიან.

„საზღვარმა უნდა გაგვაერთიანოს და არა გაგვყოს. ახლა ეს უნდა იყოს ჩვენი დიდი მიზანი. დაე, ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მუდმივი ნიშანი იყოს კიევი-ვარშავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული რკინიგზა. ჩვენ მას ერთად ავაშენებთ. მჯერა, რომ ამას უკვე უახლოეს წლებში შევძლებთ“, – აღნიშნა ანდჟეი დუდამ.

რუსეთი უკრაინაში 89 დღის წინ, 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მას შემდეგ მხოლოდ უკრაინა-პოლონეთის საზღვარი 3.5 მილიონმა ლტოლვილმა დატოვა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის 2 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის პოლონეთი სახლად იქცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]