weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას – კობახიძე

12:10 ორშაბათი, 23 მაისი 2022

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში ხელის შეშლას აბრალებს. მისი თქმით, ოპოზიციონერებს ამაში „5-6 ლობისტი ევროპარლამენტარი“ ეხმარება.

როგორც კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ყველა პარამეტრით, როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკის მიმართულებით, წინ უსწრებს უკრაინასა და ევროპას.

„მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან.

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა, თუმცა ამის გაკეთებას 2024 წლისთვის გეგმავდა. ვადამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით გადმოიწია, რადგან უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და 28 თებერვალს ოფიციალური განაცხადიც წარადგინა. უკრაინას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა წევრმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. 11 აპრილს, საქართველომ და მოლდოვამ, ცოტა ადრე კი უკრაინამ, შესავსებად თვითშეფასების კითხვარი მიიღეს.

საქართველომ ევროკავშირს შევსებული კითხვარი მაისის დასაწყისში დაუბრუნა. პასუხების საფუძველზე ევროკომისიამ უნდა მოამზადოს შეფასების ანგარიში ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მიღებული.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება „ყველაფერს აკეთებს“ იმისთვის, რომ „სათანადო შედეგი“ მიიღოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]