weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ხერხემალზე დამიდგინდა ტრავმა, როგორც მივხვდი ქირურგიული ჩარევაა საჭირო – სააკაშვილი

17:18 სამშაბათი, 24 მაისი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც 12 დღის წინ ციხიდან კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძლიერი ტკივილები აქვს, რის გამოც დღეში რამდენჯერმე სჭირდება ტკივილგამაყუჩებელის გაკეთება.

„MRT-ით (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით, გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე. ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში რამდენჯერმე მიკეთებენ ტკივილგამაყუჩებელ ნემსს. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა. სულ უფრო რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს.

მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში. ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

არ ვიცი, ეს ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ ის რაც ვიცი ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები. MRT -ით ასევე თავის ტვინში დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე და არც ჰორიზონტალური მდგომარეობა ახასიათებდა, თუმცა „რამდენიმე ათეული დღეა“ საკვებს ვერ იღებს და „მხოლოდ მოწოდებებით“, რომ არ იწვეს და იკვებოს, „საქმე არ სწორდება“.

„საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა რისი მიღება საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია“, – ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის წერილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“ მასთან შეხვედრის შემდეგ წაიკითხა. როგორც ხერხეულიძე ამბობს, სააკაშვილს პრეტენზია არავისთან აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ „ვივამედში“ მისი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება.

 

ამ თემაზე:

„ვივამედის“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „აქტიურ სამედიცინო ჩარევას“ არ საჭიროებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]