weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ძალიან მინდა, რომ ბატონი ალეკო ომის პარტიის წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს – სუბარი

18:14 სამშაბათი, 24 მაისი 2022

„შეურაცხმყოფელია განცხადება, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას „საბჭოთა ჯართი“ მივაწოდოთ იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ. იმედია სერიოზულად არ თქვით „ჯართის“ მიწოდება“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივას, საქართველო უკრაინას შეიარაღებით დაეხმაროს.

სუბარის თქმით, ომში მყოფ ადამიანს ყველაზე მეტად გამართული იარაღი და თავდაცვის საშუალებები სჭირდება.

„როდესაც ომში მყოფი ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდებაზეა საუბარი ან როდესაც ადრე იყო საუბარი, რატომ არ მივეცით უფლება ჩვენთან დამჯდარიყო სპეციალური თვითმფრინავი, რომლითაც მოხალისეები ომში წავიდოდნენ... იარაღის მიწოდებას როცა ახორციელებენ ქვეყნები, რომელთაც NATO-ს ქოლგა იცავს, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ეს გააკეთოს ქვეყნამ, რომლის 20% ოკუპირებულია, პრაქტიკულად ამ ტერიტორიებზე არიან რეჟიმები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის ჩაერთვება საქართველო ომში, რომ ამით თავიანთი ინტერესები დაიკმაყოფილონ, როდესაც ქვეყანაში გვყავს „მეხუთე კოლონა“, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ომში იქნეს ჩათრეული და ქვეყნის გარეთაც, იმ ოკუპანტი ქვეყნის გარდა, ბევრია მოსურნე, რომ საქართველო ომში იქნეს ჩათრეული, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს მგონი გასაგებია.

ძალიან მინდა, რომ ბატონი ალეკო ომის პარტიის წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს.

საქართველო არ არის, ვერ გახდება და არ გახდება სანქციებისთვის თავის არიდების ქვეყანა, მაგრამ ამავდროულად, არის საკითხები, რაშიც საქართველო არ ჩაერევა, რადგან აქვს ის პრობლემა, რომელიც არ აქვს ბევრ ქვეყანას, რომლებიც, ვთქვათ, იარაღს აწვდიან უკრაინას. მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება“, – განაცხადა სუბარმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის აზრით, დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ერთი მხრივ, დაეხმაროს მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო მეორე მხრივ, მოახდინოს საკუთარი შეიარაღების განახლება. ელისაშვილმა ერთ-ერთ მაგალითად პოლონეთი დაასახელა და თქვა, რომ ის უკრაინას საბჭოურ იარაღს აწვდის, რომელიც კარგად ნაცნობია უკრაინელი სამხედროებისთვის და სანაცვლოდ, აშშ-სგან, ბრიტანეთისა და გერმანიისგან თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას იღებს. გარდა ამისა, ალექსანდრე ელისაშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა იმის გამო, რომ „უკრაინის დახმარების სურვილი არ აქვს“.

 

ამ თემაზე:

ელისაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს უკრაინას საბჭოთა შეიარაღებით დაეხმაროს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]