weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველო EU-ის სანდო პარტნიორია, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მას დავუახლოვდეთ – ღარიბაშვილი

13:41 ოთხშაბათი, 25 მაისი 2022

„საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 25 მაისს, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა. 

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან საქართველოს დასაახლოებლად ყველაფერი კეთდება.

„ევროკავშირს ძალიან ლოიალური და ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ, რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ეს მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევია სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ და ხელშესახები შედეგებიც ვიქონიეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სახით, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის. სულ ახლახანს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარვადგინეთ.

რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან და მასში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია.

როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელში – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ – მონაწილეობდნენ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი, და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი. პანელის მოდერატორი The New York Times-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, მატინა სტევის-გრიდნეფი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]