weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

12 პროექტში თანხების აუთვისებლობის გამო საქართველოს 5.8 მლნ ლარის გადახდა დაეკისრა

13:40 ხუთშაბათი, 26 მაისი 2022
ფოტოზე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ფოტოზე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე

2021 წელს, მთავრობამ 12 პროექტისთვის გამოყოფილი საგარეო საკრედიტო რესურსი სრულად ვერ აითვისა, რის გამოც კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით 5.8 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს, გეგმის მქონე 95 პროექტიდან 32 პროექტის შემთხვევაში ათვისებული იქნა გეგმის 70%-ზე ნაკლები. ამ პროექტებიდან 10 პროექტი 2020 წელსაც დაბალი ათვისებით ხასიათდებოდა.

„გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს (Commitment Fee) კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. 2021 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში 60%-ზე დაბალი ათვისების 12 საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში სულ გადახდილი ვალდებულების გადასახადი 5.8 მლნ ლარს შეადგენს“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურში.

პროექტებისთვის თანხები გამოყოფილი იყო ისეთი საფინანსო ინსტიტუტების მიერ, როგორებიცაა: გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკი (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), მსოფლიო ბანკი ( WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).

12 პროექტი, რომელთათვის გამოყოფილი სესხის დაბალი ათვისების გამო საქართველომ ვალდებულების გადასახადი გადაიხადა:

  1. ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD, EU) – პროექტის ბიუჯეტი 1.2 მილიონი ლარი, ათვისება 0 ლარი, ვალდებულების გადასახადი – 1 178 000 ლარი;
  2. 500 კვ გადამცემი ხაზი „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“ (Kfw, EU-NIF) – პროექტის ბიუჯეტი 6.7 მილიონი ლარი, ათვისება 0.1 მილიონი ლარი, ვალდებულების გადასახადი – 1 115 000 ლარი;
  3. კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) – ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი, ათვისება 0 ლარი, ვალდებულების გადასახადი – 390 000 ლარი;
  4. იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) – ბიუჯეტი 3.45 მილიონი ლარი, ათვისება 0 ლარი, ვალდებულების გადასახადი – 964 000 ლარი;
  5. ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი I2Q (WB) – ბიუჯეტი 1.6 მილიონი ლარი, ათვისება 0.7 მილიონი ლარი, ვალდებულების გადასახადი – 856 000 ლარი;
  6. Log-in Georgia (WB) – პროექტის ბიუჯეტი 2.1 მილიონი ლარი, ათვისება 0.2 მილიონი ლარი, ვალდებულების გადასახადი – 325 000 ლარი;
  7. თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) – ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი, ათვისება 6.8 მილიონი ლარი, ვალდებულების გადასახადი – 289 000 ლარი;
  8. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) (KfW) – ბიუჯეტი 3.6 მილიონი ლარი, ათვისება 0.2 მილიონი ლარი, ჯარიმა 288 000 ლარი;
  9. პროფესიული განათლება I (KfW) – ბიუჯეტი 3.4 მილიონი ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 195 000 ლარი;
  10. მიწის ბაზრის განვითარება (WB) – ბიუჯეტი 15.4 მილიონი ლარი, ათვისება 7.9 მილიონი ლარი, ვალდებულების გადასახადი – 146 000 ლარი;
  11. ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) – ბიუჯეტი 4.8 მილიონი ლარი, ათვისება 0 ლარი, ვალდებულების გადასახადი – 20 000 ლარი;
  12. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) – ბიუჯეტი 2 მილიონი ლარი, ათვისება 1.1 მილიონი ლარი, ვალდებულების გადასახადი – 6000 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, რესურსების აუთვისებლობაზე გავლენას პროექტების დაგეგმვის ეტაპზე არსებული ნაკლოვანებები ახდენს გავლენას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]