weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელების სისხლითა და ტანჯვითაა მიღწეული – პრეზიდენტი

14:14 ხუთშაბათი, 26 მაისი 2022

„უკრაინის ომი შუაგულ ევროპაში გვახსენებს ამ საუკუნეში საქრთველოს მიერ არაერთხელ განვლილ ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა, რაც უკრაინელების ბრძოლის დამსახურებაა.

„ჩვენ ვიცით სოლიდარობის ფასი და ძალა და ამის ნიშანია, რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც გვესმის კარგად, რომ ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლით და ტანჯვით მიღწეული.

უკრაინამ საოცარი ბრძოლები გაიარა. მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი. მინდა პატივი მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, ვინაიდან ისინი ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

26 მაისი სხვა რა არის, თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული.

ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას, იცავს რა ერთიან, ძლიერ, თავისუფალ ევროპულ მომავალს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკრაინაში 92 დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რუსეთი მეზობელ ქვეყანაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ოთხ დღეში, 28 თებერვალს, უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება მოითხოვა და განაცხადიც წარადგინა. მას ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა წევრებმა – საქართველომ და მოლდოვამაც მიბაძეს. ამ დროისთვის, სამივე ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მოლოდინშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]