weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

კრამონი: მოგესალმებით ევროპულ ოჯახში როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით

15:50 ხუთშაბათი, 26 მაისი 2022

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, საქართველოს, თავისი ღირებულებებითა და იდენტობით, ევროკავშირში ელიან მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდება.

„საქართველოს ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი. ბოლო საუკუნის გამავლობაში თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ: ჯერ რუსეთის იმპერიისგან და შემდეგ საბჭოთა კავშირისგან. დამოუკიდებლობა ადვილი არ არის, ის ბრძოლას და შრომას მოითხოვს.

ამ რთულ დროს, საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრებო, არასოდეს ვაღიარებთ ე.წ არჩევნებს ან ე.წ. რეფერენდუმს რუსეთის „შეერთების“ შესახებ. თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ.

დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას თქვენს აწმყოზე და მომავლის განსაზღვრას.

ქართველებმა უმრავლესობით აირჩიეს ევროპული მომავალი. თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით. საქართველოვ, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს გააკეთა. საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]