weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერი: დიასპორას პასპორტის აღება მარტივად და საქართველოში მოქმედ ფასად შეეძლება

13:34 პარასკევი, 27 მაისი 2022

„ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს სექტემბერში წარედგინება.

„როგორც სახელმწიფო, როგორც ხელისუფლება ვალდებული ვართ, გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ის კავშირი, რომელიც არსებობს დიასპორასა და სახელმწიფოს შორის, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, მეტად ეფექტური გავხადოთ და რაც მთავარია - ეს ყველაფერი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული. არის მთელი რიგი პატარა გადაუწყვეტელი საკითხები, რომელიც ძალიან გაუმარტივებდა პროცედურებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ბატონ რატი ბრეგაძესთან [იუსტიციის მინისტრი] განვიხილეთ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, როცა დიასპორის წარმომადგენელი მისი სურვილით ჩამობრძანდა საქართველოში და მოისურვა ქართული პასპორტის აღება, მაგრამ მცირე გრამატიკული შეცდომის გამო, ქართველმა პატრიოტმა კაცმა ვერ შეძლო პასპორტის აღება. მე ამის თაობაზე ვესაუბრე ბატონ რატის. ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოსასწორებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ ქართული პასპორტი საქართველოში მოქმედ ფასად აიღონ.

„რატომ იყო მაგალითად წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 აშშ დოლარი, თუ არ ვცდები და ამ დროს საქართველოში ორჯერ, სამჯერ უფრო ნაკლები. ამაზეც ვისაუბრეთ და ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივით, ეს ტარიფებიც, რა თქმა უნდა, გათანაბრდება. ჩვენ არავითარი დაყოფა, არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

27 მაისს ქართული დიასპორის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმში მონაწილეობა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო, რომელმაც თქვა, რომ აუცილებელია, საქართველოს პარლამენტში დიასპორას თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს და არჩევნებში ელექტრონული ფორმით მონაწილეობა შეეძლოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]