weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

18:52 შაბათი, 28 მაისი 2022
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მოქალაქის პასპორტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მოქალაქის პასპორტი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ე.წ. შეთანხმება, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქეებზე“ რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას ითვალისწინებს.

რუსეთმა და მის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობამ მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ შეთანხმებას ხელი 2021 წლის სექტემბერში მოაწერეს, რის შემდეგაც ის რატიფიკაციისთვის რუსეთის დუმას წარედგინა. დუმის მიერ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ კი ის პუტინმა დაამტკიცა.

ე.წ. დოკუმენტის მიხედვით, ერთი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ მეორის მოქალაქეობა არსებულზე უარის თქმის გარეშე. გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნის უფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის 18 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ „მოქალაქე“ ექნება. 18 წლის შესრულებამდე რუსეთის მოქალაქის პასპორტის მისაღებად მშობლების წერილობითი განცხადება იქნება საჭირო.

„ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მიიღებენ უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, განათლებასა და სამედიცინო დახმარებაზე იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ. ეს წესი სამხედრო სამსახურის გავლაზეც ვრცელდება“, – წერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

ე.წ. შეთანხმება რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან შევა ძალაში. მისი მოქმედების ვადა 5 წელია. თუ მხარეები წინააღმდეგნი არ იქნებიან, „შეთანხმება“ 5-წლიანი ვადით ავტომატურად გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]