weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

„დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია“ – ზაალ უდუმაშვილი ენმ-ს ტოვებს და მედიაში ბრუნდება

11:12 ორშაბათი, 30 მაისი 2022

პარლამენტის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პარტიას ტოვებს. მისი თქმით, მედიაში ბრუნდება, რადგან დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი იქ გადის. უდუმაშვილმა ამ ეტაპზე არ დააკონკრეტა, რომელ მედიასაშუალებაში იმუშავებს.

„ეს იყო მართლაც უდიდესი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში და დიდი პატივი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე ვყოფილიყავი და გამევლო ყველა ის სირთულე, რომელიც ამ პარტიამ მთელი ამ წლების განმავლობაში გაიარა. მიმაჩნია და მგონი, მარტო არ ვარ ამ აზრში, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის.

ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც მედიაში ვითარდება.

ამიტომ მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი.

ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა, თუ სად მივდივარ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეულ წესებს ვიცავ. გპირდებით, რომ ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“, – განაცხადა უდუმაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მელიას თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ზაალ უდუმაშვილს ბრძოლის სხვადასხვა ხაზი ექნებათ, თუმცა მიზანი იგივე.

„თავისუფალი სიტყვის დაცვის პროცესში, ვფიქრობ, ზალიკო უდუმაშვილი იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ზაალ უდუმაშვილმა მედია 2017 წელს დატოვა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. ის თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინეს, თუმცა ხმების მხოლოდ 16.59% მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ზაალ უდუმაშვილი, პარტიული სიით, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

პარტიაში გაწევრიანებამდე ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოადგილე და „კურიერის“ წამყვანი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]