weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობები – პრეზიდენტი

14:12 სამშაბათი, 31 მაისი 2022

„მართალია, ზოგ-ზოგიერთებს არ უყვართ სიტყვა „სამარცხვინოა“, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის დღისადმი მიძღვილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს მიმართა და თქვა, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა წარსულს ჩაბარდეს.

„ეს თქვენთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოყვება შემაკავებელი ორდენი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ყველამ ისიც ვიცით, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ საქართველოში ეს აღარ მოხდეს. ეს აღარ უნდა დავუშვათ და ამისთვის ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ მთავრობამ, პარლამენტმა, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებებით.

ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იმას მივაღწიოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილური, დემოკრატიული ქვეყანა და ეს თქვენი დამსახურება იქნება. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და დიდი მადლობა ყველაფრისათვის, რასაც თქვენ ახერხებთ და რასაც კიდევ გააკეთებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, 31 წლის ქალი მოკლეს. მას ქმარი ავტობუსში, შვილების თვალწინ, დანით დაესხა თავს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. პოლიციამ 39 წლის მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა. ამ სასტიკი მკვლელობიდან ორ დღეში, კიდევ ერთი ქალი გახდა თავდასხმის მსხვერპლი. ის ქმარმა ავტობუსების გაჩერებაზე დაჭრა, თუმცა 39 წლის ქალი გადარჩა. მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]