weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიცია ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე: „სავარაუდოდ, სუიციდთან გვაქვს საქმე“

14:16 ოთხშაბათი, 01 ივნისი 2022

თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა, ავთანდილ გალდავამ განაცხადა.

როგორც გალდავამ ჟურნალისტებთან თქვა, დანაშაულის ნიშნები არ არის: „სავარაუდოდ, სუიციდთან გვაქვს საქმე“.

47 წლის ილია ელოშვილი, რომელიც 2017 წლიდან თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე იყო, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თბილისის მერიამ მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისა და დედაქალაქისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]