weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

„ლელო“ EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდასაჭერად ევროპაში კონსულტაციებს აანონსებს

15:06 ოთხშაბათი, 01 ივნისი 2022

„ლელო“ მმართველ პარტიას მოუწოდებს, 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდეს, რადგან სწორედ ამ შეთანხმებიდან გასვლა იყო მთავარი პრობლემა, რომელსაც ბრიუსელში, „ლელოს“ წევრებთან შეხვედრისას, ევროპელი პოლიტიკოსები ასახელებდნენ.

დღევანდელ ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, 19 პარილის შეთანმხების ვალდებულებების შესრულბა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა.

„რამდენიმე კვირაში ევროკავშირი მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის თაობზე. ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ქვეყანას მისცა უპრეცედენტო შანსი, მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებამ შესაძლოა კიდევ დიდხანს დატოვოს საქართველო გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გზაზე.

„ლელოს“ მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფა. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია:

პირველი – შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის განაცხადის შედეგზე;

მეორე – ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ;

მესამე – შესაბამისად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ სასწრაფოდ დაუბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებას. ეს ყველაზე ნათელი პოლიტიკური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე.

მეოთხე – მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებში.

მეხუთე – ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგენთან, ერთი მხრივ, დარჩენილ მოკლე დროში, გადამწყვეტ კვირებში, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორე მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.

მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ ქართველი ხალხის არჩევანის „რეალობაში გადასათარგმნად“: „ყველამ გვერდზე გადავდოთ ყოველგვარი  ამბიცია და გავაკეთოთ ის, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]