weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ზელენსკი პარლამენტში უნდა მოგვეწვია... უნდა ვიცოდეთ როგორ ვიყოთ მადლიერნი – პრეზიდენტი

01:29 პარასკევი, 03 ივნისი 2022

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში გამოსვლის საშუალება არ მისცა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო უკრაინის მიმართ „ტოტალურად, მორალურად სოლიდარული“ უნდა იყოს.

„არავინ არ გვთხოვს ჩვენ იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ მორალური სოლიდარობა გვევალება. ერთ მაგალითს მოგცემთ:

ჩვენ ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა, ძალიან ცოტანი არიან ევროპაში დარჩენილი, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას, გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა?! ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში.

ასევე, მე მგონი, ჩემი შეხედულებაა ასეთი, რომ 26 მაისს, რომელიც ევროინტეგრაციის ეგიდის ქვეშ იყო, პარლამენტის ფასადზე, სადაც ქართული და ევროპული დროშები იყო, შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინის და მოლდოვის დროშებიც. თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით და თუ უკრაინა არის მიზეზი დღეს ამ პროცესის აჩქარებისა, ალბათ, ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერნი, ზოგჯერ “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკრაინას სრული სოლიდარობა გამოუცხადა და ეს არის მთავარი.

„არ შეიძლება არ ვიყოთ მთლიანად სოლიდარული ამ ქვეყნის, რომელიც დღეს არის იმავე პირობებში, რაშიც ჩვენ ვიყავით და უფრო ხანგრძლივად. ეს 100 დღე ძალიან მძიმე 100 დღეა და უკრაინამ მსოფლიოს აჩვენა ძალიან დიდი მაგალითი ბრძოლის, შემართების, თანამიმდევრულობის და გამძლეობის. ეს არის ის, რასაც ქართველები სრულად აფასებენ. ქვეყანამ ასევე გამოიჩინა მხარდაჭერა ბევრი კუთხით. პირველ რიგში, თუმცა ჩვენ სხვანაირად ვლაპარაკობთ, მაგრამ სანქციების ნაწილში მიღებული იქნა ფინანსური სანქციები, რომელიც არის ყველაზე მძიმე და რომელიც ყველას ევალება, ჩვენც ვართ ამის ნაწილი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]