weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახდეპი: რუსეთი ჩუმად უჭერს მხარს აფხაზეთსა და ცხინვალში სეპარატისტულ ეკლესიებს

15:14 პარასკევი, 03 ივნისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ჩუმად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სეპარატისტული ეკლესიების „ავტოკეფალურ ამბიციებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან მათი ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარების მოთხოვნის გარეშე“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ფორმალურად აღიარებული აქვს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ეკლესიები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნიან.

„მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააგრძელა ზეწოლა ეკლესიებზე იმისთვის, რომ რუსეთის ეკლესიასთან მათი გაერთიანება მოხდეს.

წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ჩუმად და არაოფიციალურად უჭერდა მხარს სეპარატისტულ ეკლესიებს, რომელთაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან ავტოკეფალია არ გააჩნიათ. დე ფაქტო ხელისუფლება აგრძელებდა საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების ამ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების და სხვა ოფიციალური პირების ცნობით, ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე აფხაზეთში კვლავაც მხარს უჭერდა რეგიონის მართლმადიდებლური ეკლესიების ავტოკეფალურ აფხაზურ მართლმადიდებლურ ეკლესიად გადაქმნას. ზოგს სურდა მათი დაქვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ზოგს კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის.

მართლმადიდებელი მღვდელი და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თვითგამოცხადებული მეთაური ბესარიონ აპლია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მოწოდებას აგრძელებდა. 12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქომ ის დიალოგისთვისთბილისში მიიწვია. 21 ოქტომბერს აპლიამ აფხაზურ ტელეკომპანიას განუცხადა: „ეს საკითხი არა თბილისში, არამედ რუსეთში წყდება. შესაბამისად, მოდით, იქ დავბრუნდეთ და ვილაპარაკოთ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს კვლავ არ შეეძლოთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მათ შორის, უმეტესად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში, შესვლა ან მსახურების ჩატარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]