weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

თურმე სამების ცივილიზაციურ მშენებლობაში მონაწილეს სანქციები უნდა დავუწესოთ – ქადაგიშვილი

13:53 სამშაბათი, 07 ივნისი 2022

„თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს, უნდა დავუწესოთ სანქციები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს.

ქადაგიშვილი დეპუტატ სალომე სამადაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, ქართველ ხალხს, რომელსაც უსინდისოდ ატყუებთ, ეტყვის, რომ ხალხი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს და თქვენს ხელისუფლებას, რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ეტყვის, რომ ევროკავშირი გადადის იმ რეჟიმზე, თქვენს ხელისუფლებაზე ზეწოლის და ივანიშვილზე ზეწოლის, რომელიც ევროკავშირს აქვს შერჩეული რუსი ოლიგარქებისთვის. ამ რეჟიმს ჰქვია სანქციების რეჟიმი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დღეს, როცა ყველა რუსი ოლიგარქი დაექვემდებარა სანქციების რეჟიმს, გამონაკლისი ბიძინა ივანიშვილისთვის არ უნდა არსებობდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]