weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამნიძემ კობახიძის განცხადება ძალადობის წახალისებად და ძალადობისკენ მოწოდებად შეაფასა

16:24 სამშაბათი, 07 ივნისი 2022

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, რომელსაც გუშინ ქუჩაში თავს დაესხნენ, ირაკლი კობახიძის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება ძალადობის წახალისებად და ძალადობისკენ მოწოდებად შეაფასა.

„მისგან გვესმის ძალადობის წახალისება, რომელსაც აქვს ქვეყანაში ადგილი და ამ სახალისებასთან ერთად ერთგვარი მოწოდება, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე, ვინც არ ეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსს, პოლიტიკურ შეხედულებას, მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება დასჯილი.

თურმე, ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე.

სინამდვილეში, მეფის და ერეკლე მეორეს კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, „ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა.

ყველას შევახსენებ - ფრთხილად, ბატონო ირაკლი! კომუნისტებიდან მოყოლებული მესმის ეს ტექსტები ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ამ პროცესში იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გინდათ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ებრძვის ეროვნულ იდენტობას და მომავალსაც, როდესაც „რეალურ პრობლემებზე“ არ ლაპარაკობს და ცდილობს, ფსევდოპატრიოტიზმის გამო საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროს ერთმანეთს.

„გუშინ ჩემმა შვილმა პირველად მითხრა, გარეთ საღამოს მარტო ნუ გახვალო. მარტო ამ სიტყვების გამო არ გაპატიებთ არცერთ შემთხვევაში, როცა ამ ქვეყანაში მოძალადეებს მოუწოდებთ და წაახალისებთ ძალადობას. არავის შეგვეშინდება ამ ქვეყანაში მარტო სიარულის. ამას გვემუქრებოდნენ გუშინ სწორედ ისინი, ვინც თქვენ წაახალისეთ! ასეთ მოძალადეებს ახალისებდა დღეს მის გამოსვლაში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ფრთხილად, ბატონო ირაკლი! ასეთი მეთოდებით იბრძოდნენ ყველა ხელისუფლების დროს და არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც ასეთი სიღრმე აქვს პოლარიზაციასა და დაპირისპირებას, კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ადამიანს, რომ თავს დაესხას სხვა ადამიანს განსხვავებული პოზიციის გამო“, – აღნიშნა დეპუტატმა.

გუშინ, 6 ივნისს, ხათუნა სამნიძეს და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორი პირი დაესხა თავს. სამნიძის თქმით, მათ შეურაცხყოფა პოლიტიკური შეხედულებების გამო მიაყენეს, ბერძენიშვილის განცხადებით კი, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ მისი ძმა, ლევან ბერძენიშვილი „მათ წმინდანს“, ანუ მეფე ერეკლე მეორეს აგინებს. პოლიციამ ორი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი დააკავა.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ „ძმებ ბერძენიშვილებს გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის მიმართ“.

 

ამ თემაზე:

პრეზიდენტი: წარმოუდგენელია ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურება არამართული იყოს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]