„ხშირად მიწევს ხოლმე ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. მე ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე? რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლა ყოველთვის რატომ გვაყენებს შეურაცხყოფას? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ. ყოველთვის მინდოდა მეთქვა: ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი. 2008 წელს, როდესაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი 20% შეიწირა, შეიწირა ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენს უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი მოახერხე, რომ სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან და იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს – ნუ ჭიჭინებ, მაცადე – მხარი დააჭერინე, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში. რა ტონალობაში გველაპარაკები, ქალბატონო სალომე, თქვენ რაღაც ხომ არ აგერიათ? ამოვიდა ყელში ეს თქვენი ქედმაღლური ისინი, რა. კეთილი ინებეთ და იყავით ადეკვატური. არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ 2008 წელს.
ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ხელმოცარული დიპლომატი ხართ, რომელმაც ვერაფერი გააკეთეთ და დღეს უკრაინას ლობირებთ, დადიხართ და საქართველოში რომ შემოიჭრა, ერთი ხმა ამოგეღოთ რომელიმეზე. აი, ასე! ახლა ორ ხმაში იჭიჭყინე იქ და იყავი“, – განაცხადა ზარქუამ.
დღეს, პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, როდის იგეგმება „ჟან მონეს დიალოგის“ გამართვა, რატომ დაიბლოკა საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის ინიციატივა და რას ფიქრობს ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე.