weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს? – ელისაშვილი GWP-ზე

15:00 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის წყალმომარაგების პრობლემაზე პარლამენტში ისაუბრა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) გააკრიტიკა. ელისაშვილმა იკითხა, როდემდე შეიძლება მილიონ-ნახევარი ადამიანი ამ „უპასუხისმგებლო კომპანიაზე“ იყოს დამოკიდებული.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა, მეც მაღალ მატერიებზე და კოდექსებზე მესაუბრა, მაგრამ ისეთი გაცოფებული ვარ. გუშინ ჯერ წყალი შემიწყდა და მთელ თბილისს ჯერ წყალი შეუწყდა და მერე მოვიდა მესიჯი, წყალი შეგიწყდებათო.

მინდოდა, რომ ღარიბაშვილისთვის და მთელი მთავრობისთვის მეთქვა, როდემდე შეიძლება, საქართველოს დედაქალაქს წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს.

საგურამოში წვიმა მოვიდაო და ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?

როდემდე შეიძლება, ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიაზე დამოკიდებული იყოს მილიონ-ნახევარი ადამიანი საქართველოს დედაქალაქში? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ, ერთი კომპანიისთვის ვერ მოგვივლია და ახლა ვკითხულობდი GWP-ის განცხადებას, ასეთი ცინიზმი - ცისტერნებით მოგიტანთ წყალს საჭიროების შემთხვევაშიო. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ  და არბენინონ ქუჩა-ქუჩა. ქვითრების გამოწერაში ხომ არიან ყოჩაღები? რა უბედურებაა ეს?! ვიღას შევჩივლო, აღარ ვიცი. ნატამალი პასუხისმგებლობა არ აქვთ. რამე გაფუჭდება და წელიწად-ნახევარი უნდა სდიო და ბაიდენს უნდა დაურეკო, რომ წყალი მოგიგვარონ. ძალიან მინდოდა, მეკითხა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისთვის, კერძო კომპანია იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნამუსზე ხელი აიღო და პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ“, – თქვა ალექსანდრე ელისაშვილმა.

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება გუშინ, საგურამოში მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ შეუწყდა. GWP-ში განმარტეს, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის გადაწყვეტილება „უპრეცედენტო სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით“ მიიღეს, რათა რისკის ქვეშ არ დამდგარიყო სასმელი წყლის ხარისხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]