weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბურთი „ქართული ოცნების“ მინდორზეა – კრამონი საქართველოს EU-ის კანდიდატის სტატუსზე

17:19 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ევროპარლამენტი, ევროკავშირის ისტორიულ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოსთან დაკავშირებით მთავარ რეზოლუციას განიხილავს.

„საქართველოს აქვს ცოცხალი, ევროპული საზოგადოება. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობას, როგორც კი მისი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკუსვლას. ბურთი „ქართული ოცნების“ მინდორზეა“, – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევებზე. დებატების შემდეგ ევროპარლამენტარები რეზოლუციას მიიღებენ. იმ რეზოლუციის პროექტით, რომელიც ვიოლა ფონ კრამონის ავტორობითაც არის მომზადებული, დაგმობილია ყოველგვარი „პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემასა და მედიის პლურალიზმში“. პროექტი ასევე შეიცავს საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლებისა და მფლობელების „პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“. ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტები, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობა, ასევე შეასრულოს ევროპის საბჭოს და ეუთოს რეკომენდაციები, ისევე როგორც 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]