ჰერჩინსკი ამჟამად ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. მანამდე ის პოლონეთის ელჩად მუშაობდა პოლიტიკურ და უშიშროების კომიტეტში, უფრო ადრე კი გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო.
ამ დროისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას კარლ ჰარცელი ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე, ოთხწლიანი მანდატით, 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა.