ევროპარლამენტარის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში მედიის თავისუფლება სერიოზულად შეილახა, რაც ქვეყანაში უფრო ფართო დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციის ნაწილია.
„მჯერა, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ საქართველოში, ასევე, მათ ევროპულ მისწრაფებებს. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულად გამოიყენოს ქართული სამართლებრივი ჩარჩო, რათა უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, გააძლიეროს რეფორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, დაამთავროს პოლარიზაცია და შეაჩეროს დემოკრატრიული უკუსვლა.
ასევე მჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მისი დესტრუქციული როლის გამო.
დაბოლოს, ნება მომეცით ხაზი გავუსვა, როგორც ქართველი ხალხის მეგობარმა, რომ ჩვენ არ გავდგებით გვერდზე სანამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება უარესდება და დემოკრატია უკან იხევს, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ“, – აღნიშნა ლექსმანმა.
ევროპარლამენტი საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით რეზოლუციას დღეს უყრის კენჭს.