weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გვარამია თავისუფალი მედია არაა, რეზოლუციის ამაზე აგება რეალობას ეწინააღმდეგება – თალაკვაძე

14:51 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

„სიმართლე ჩვენს მხარესაა. არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშილი გახლავთ დემოკრატიის შუქურა. შესაბამისად, რეზოლუციის ამაზე აგება და ტოლობის ნიშნების დასმა, აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს უყრიან კენჭს ევროპარლამენტში.

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი და გვარამია „კანონდმებლობის სრული დაცვით“ არიან პასუხისგებაში მიცემული.

„შესაბამისად, რა თქმა უნდა, მიგვაჩინია, რომ ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას.

ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატიული ისნტიტუტები. დაცული გვაქვს ადამიანის უფლებები დიამეტრალურად უკეთ, ვიდრე ყოფილა წარწულში, რომელიმე ხელისუფლების დროს. ჩვენ დაცული გვაქვს ბიზნესის თავისუფლება, მედია არის პლურალისტური“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებას, თალაკვაძემ თქვა, რომ „სანქციებს ადამიანებს დემოკრატიის გაძლიერებისთვის, თავისუფლების დაცვისთვის არ უწესებენ“.

„არ უწესებენ სანქიცებს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის, რეფორმებისთვის. რუსეთთან კავშირი და რუსული ინტერესების გატარება საქართველოში პირდაპირ უკავშირდება სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

გუშინ, 8 მარტს, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების თემაზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებული ყურადღება ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრებასა და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე გაამახვილეს. რამდენიმე ევროდეპუტატმა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაც მოითხოვა „ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მისი დესტრუქციული როლის გამო“. ევროპარლამენტი რეზოლუციას დღეს მიიღებს. ჯერ უცნობია, დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში იქნება თუ არა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოწოდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]