weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ხოშტარიამ „პატარა ოლიგარქები“ დაასახელა, რომელთა სანქცირებაზეც მისი პარტია იმუშავებს

14:51 პარასკევი, 10 ივნისი 2022

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ სანქიცრებულთა სიაში არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ის ადამიანებიც უნდა მოხვდნენ, ვისზეც მისი ოლიგარქიული მმართველობა დგას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ „პატარა ოლიგარქებს“ შორის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი და საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც დაასახელა.

„გუშინ მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან მკაფიოდ აღიარებს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი და ასევე ძალიან მკაფიოდ სდებს ბრალს ოლიგარქიულ მმართველობაში ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც აქვს დესტრუქციული როლი როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში და რომელსაც აქვს კრემლთან პირდაპირი ბიზნეს კავშირები.

ეს ოლიგარქიული მმართველობა დგას გარკვეულ საყრდენებზე სხვადასხვა სფეროში და ჩვენს ქვეყანაში ერთგვარი ოლიგარქიული პირამიდა არსებობს, რომლის სანქცირებაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მინდა ჩამოვთვალო იმ ე.წ. ბიზნეს-ოლიგარქიული ადამიანების სია, რომელთა სანქცირებზეც ვიმუშავებთ ჩვენს პარტნორებთან:

  1. დავით ხიდაშელი - ეს არის ღიად კრემლთან დაახლოებული ევტუშენკოვის მარჯვენა ხელი, რომელიც ღიად მონაწილეობდა ბევრ პრორუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის, სირიაში, უკრაინაში და საქართველოში; რომელიც დღეს სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური შეღავათებით „ქართული ოცნების“ მხრიდან. ის უნდა იყოს სანქცირებული ბიძინა ივანიშვილთან ერთად.
  2. უჩა მამაცაშვილი - ეს არის საქართველოში ეკონომიკის პრაქტიკულად არაფორმალური მმართველი, ფლობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და არის პარტნიორი სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, პოლტავჩენკოსი, რომელიც ასევე სანქცირებულია. აქ ძალიან ცხადი და ღიაა კავშირები კრემლთან.
  3. ვანო ჩხარტიშვილი - გარდა იმისა, რომ ის მონაწილეობდა არაერთ კორუფციულ და მაფიოზურ გარიგებაში, მაგალითად, თამბაქოს სფეროში, მისი ღია და ოფიციალური პარტნიორია რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტი“, რომელიც ფოთის ნავთობტერმინალში 49%-ს ფლობს.
  4. ოთარ ფარცხალაძე - ყველასთვის ცნობილი მაფიოზი, რომელიც იყო პროკურორი და მას შემდეგ, რაც მოუწიათ მისი გადაყენება, რჩება პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის მაკონტროლებლად. ის ასევე არის უამრავ კორუფციულ, ბიზნეს, მაფიოზურ გარიგებაში.
  5. ირაკლი რუხაძე - ის, გარდა იმისა, რომ არის ბევრ ჩრდილოვან კორუფციულ გარიგებაში, პირდაპირ, ღიად ფლობს პროპაგანდისტულ მედიებს, როგორებიცაა „იმედი“, „მაესტრო“ და GDS-ი. ამგვარად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და ღიად უპირისპირდება, ღიად აკეთებს განცხადებებს, რომ საქართველო არ უნდა ასრულებდეს საერთაშორისო სანქციებს, მაგალითად, საბანკო სექტორში რუსეთის წინააღმდეგ.

ეს არის ნაწილი იმ „პატარა ოლიგარქებისა“, რომელზეც დგას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა. ჩვენ ამ ადამიანებზე გვაქვს სამხელი მასალა, შევაგროვებთ ფაილებს და აუცილებლად გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს იმისთვის, რომ მოვარღვიოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მთავარი დაბრკოლება - ოლიგარქიული ქსელი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას გამოეხმაურა დავით ხიდაშელი, რომელსაც მარტში საქართველოს მთავრობამ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით გადასცა. ხიდაშელი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიამ „ანდერსონს გადაუჯოკრა მეზღაპრეობაში“

„მე პოლიტიკაში არ ვღებულობდი , არ ვღებულობ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და მარტო დავეხმარები საქართველოს საზღვრების აღდგენა გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ“, – ამბობს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, ხოშტარიას ბრალდებები უსაფუძვლოა და ტყუილებით ცდილობენ, მას ჩირქი მოსცხონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]